N
საერთაშორისო გადაზიდვების საოპერაციო აგენტი
domainNew Logistics Group
ლოკაციათბილისი
ანაზღაურებაშეთანხმებით
ელ-ფოსტაhr@nlg.com.ge
წყაროjobs.ge
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
hubპორტალების მიხედვით:
work_outline
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
jobs.ge 29/09/2026
საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით ლოგისტიკის მენეჯერი
domainWaynex
location_on თბილისი შეთანხმებით
hr.ge 25/09/2026
ტრაილერის მძღოლი საერთაშორისო გადაზიდვებისთვის
domainSMAR GROUP
location_on თბილისი შეთანხმებით
hr.ge 22/09/2026
საერთაშორისო გადაზიდვების ლოჯისტიკა
domainIMEX Cargo Logistics
location_on თბილისი შეთანხმებით
jobs.ge 22/09/2026
საერთაშორისო გადაზიდვების ლოჯისტი
domainიმექს კარგო ლოჯისტიკსი
location_on თბილისი შეთანხმებით
"New Logistics Group LLC" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გადაზიდვების საოპერაციო აგენტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- * პარტნიორ კომპანიებთან და აგენტებთან მჭიდრო ურთიერთობა;
- * მიღებული მოთხოვნების დამუშავება და საუკეთესო საფასო შეთავაზებების ფორმირება;
- * შეკვეთების სრული ციკლის მართვა;
- * საჭირო დოკუმენტაციის ადმინისტრირება და მათი სრულყოფილების უზრუნველყოფა;
- * მიმდინარე შეკვეთების კონტროლი და მუდმივი სტატუს რეპორტინგი;
- * ახალი პარტნიორების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება;
- * ხელშეკრულებების გაფორმება/განახლება პარტნიორ ორგანიზაციებთან;
- * პროცესების ოპტიმიზაცია;
- * მონაცემთა დამუშავება და ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
- * საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- * სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი ლოგისტიკის, საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში, საჰაერო, საზღვაო, სარკინიგზო ან/და სახმელეთო გადაზიდვების მიმართულებით;
- * საერთაშორისო გადაზიდვის (ცალკეული სახეობის) ყველა საჭირო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
- * აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
- * MS Office, Windows, MS Excel-ში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- * მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- * შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;
- * დეტალებზე ორიენტირებულობა;
- * დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- * ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
- * პრობლემის იდენტიფიცირების და მყისიერი რეაგირების უნარი;
- * გუნდური მუშაობის უნარი;
- * ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიღომი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებიდან/კომპეტენციიდან
შემოთავაზებული პირობები:
- * სტაბილური სამუშაო გარემო;
- * გამოცდილ, პროფესიონალ გუნდთან მუშაობა;
- * პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
- * ჯანმრთელობის დაზღვევა;
- * კორპორატიული საკონტაქტო ნომერი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@nlg.com.ge; გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - საერთაშორისო გადაზიდვების საოპერაციო აგენტი.