Მ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 01/10/2026scheduleბოლო ვადა: 01/11/2026

საფირმო მაღაზიების მენეჯერი

domainმეღვინეობა ხარება
location_on
ლოკაციაბათუმი
payments
ანაზღაურება2000 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

ღვინის მწარმოებელი კომპანია "ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.

სამუშაო ადგილი: ბათუმი

სამუშაო განაკვეთი: 5-დღიანი სამუშაო კვირა

ანაზღაურება: 2000 ლარი (+ ბონუსი)

გამოსაცდელი ვადა 6 თვე

ფუნქციები და მოვალეობები:

  • * დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
  • * დაქვემდებარებული პერსონალისთვის სამუშაოს სწორად დელეგირება;
  • * პერსონალის მომსახურების ხარისხის კონტროლი;
  • * შეკვეთილი პროდუქციის რაოდენობების კონტროლი;
  • * მაღაზიის ყოველდღიური ნავაჭრის კონტროლი (ნაღდი, უნაღდო);
  • * Z-ის ფაილის წარმოება;
  • * ზედნადებების აღრიცხვა;
  • * არსებული პროდუქციის რაოდენობების სიზუსტის კონტროლი;
  • * პროდუქციაზე არსებული ფასმაჩვენებლების და განლაგების სიზუსტის კონტროლი;
  • * ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
  • * მის მაღაზიაში პროდუქციის / ინვენტარის ნაკლებობის შესახებ დროული შეტყობინება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
  • * ახალი მიღებული კადრების (სტაჟირება) გადამზადებაზე ზრუნვა;
  • * თანამშრომლების მოსვლა/წასვლის/შესვენების საათების კონტროლი;
  • * მაღაზიის სისუფთავის კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • * ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • * მომსახურების სტანდარტების (სერვის +) ცოდნა;
  • * სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
  • * საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • * პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • * მომხმარებელთან ურთიერთობის ეთიკის ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@winerykhareba.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მაღაზიის მენეჯერი"

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.