E
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 02/10/2026scheduleბოლო ვადა: 02/11/2026

საგადასახადო აუდიტორი

domainElite Audit & Legal Services
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"ელიტ აუდიტი" (https://eaudit.ge/) აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო აუდიტორის პოზიციაზე. ვეძებთ პროფესიონალს, რომელიც ჩაერთვება საგადასახადო აუდიტის პროექტებში და იმუშავებს როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდთან კოორდინაციით.

ლოკაცია: თბილისი / ჰიბრიდული ფორმატი

ძირითადი მოვალეობები:

  • * კომპანიების საგადასახადო მდგომარეობის ანალიზი
  • * საგადასახადო რისკების იდენტიფიცირება და შეფასება
  • * საგადასახადო აუდიტის პროცესში მონაწილეობა (pre-audit / during audit / post-audit ეტაპები)
  • * შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მხარდაჭერა
  • * აუდიტის აქტებზე რეაგირების, ახსნა-განმარტებებისა და საჩივრების მომზადება
  • * კლიენტებისთვის რეკომენდაციების შემუშავება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * უმაღლესი განათლება ფინანსებში, ბუღალტერიაში ან შესაბამის სფეროში
  • * მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება საგადასახადო მიმართულებით
  • * პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ შემოსავლების სამსახურში აუდიტის დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება
  • * საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ღრმა ცოდნა
  • * ანალიტიკური და სტრუქტურული აზროვნება
  • * კომუნიკაციისა და არგუმენტაციის მაღალი უნარები

სამუშაო პირობები:

ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმი: მოქნილი ჩართულობის ფორმატი (პროექტებზე დაფუძნებული თანამშრომლობა)

კონკურენტული ანაზღაურება:

  • * თითოეულ პროექტზე 25% - 40%
  • * საკუთარი კლიენტის მოყვანის შემთხვევაში: 40% - 60%
  • * დავის/აპელაციის წარმატების შემთხვევაში: Bonus fee: 5% - 15%

დამატებითი ბენეფიტები:

  • * მოქნილი გრაფიკი
  • * მრავალფეროვანი ქეისები (იმპორტი, მშენებლობა, FMCG და ა.შ.)
  • * ძლიერი იურიდიული გუნდის მხარდაჭერა
  • * დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება

პოზიცია განსაკუთრებით საინტერესო იქნება იმ პროფესიონალებისთვის, რომლებიც უკვე მუშაობენ საგადასახადო აუდიტის მიმართულებით და სურთ საკუთარი პრაქტიკული გამოცდილების გაფართოება სხვადასხვა ბიზნეს სექტორში და მრავალფეროვან პროექტებზე.

განაცხადის წარდგენა:

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: Eaudit.ge@gmail.com. სათაურში მიუთითეთ: Tax Auditor.