Ს
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 06/10/2026scheduleბოლო ვადა: 15/10/2026

საინვესტიციო პროექტების ანალიზის/შეფასების ანალიტიკოსი

domainსაქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" აცხადებს კონკურსს საინვესტიციო პროექტების ანალიზისა და შეფასების სამმართველოს ანალიტიკოსის ვაკანსიაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • * საინვესტიციო შესაძლებლობების პირველადი კვლევა, ბაზრის ანალიზი და მოძიებული ინფორმაციის სისტემატიზაცია სამმართველოს უფროსისთვის წარსადგენად;
  • * კორპორაციის სტრატეგიასა და მიზნებთან განსახილველი საინვესტიციო პროექტების შესაბამისობის შეფასებაში მონაწილეობა;
  • * საინვესტიციო პროექტების ფინანსური მოდელირება;
  • * საინვესტიციო გადაწყვეტილებების მხარდასაჭერი ანალიტიკური ანგარიშების, პრეზენტაციებისა და სამუშაო დოკუმენტების მომზადება;
  • * საინვესტიციო ტრანზაქციების განხორციელების პროცესში საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და პროცედურების შესრულების მხარდაჭერა;
  • * საინვესტიციო პორტფელის შემოსავლიანობის პერიოდული ანგარიშების მომზადება და მონაცემთა სიზუსტის უზრუნველყოფა;
  • * საინვესტიციო საქმიანობის ოპერაციული და ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა სამმართველოს უფროსის დავალებით;
  • * ინდუსტრიის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და მაკროეკონომიკური ფაქტორების მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისი ანალიტიკური შეფასების მომზადება.

განათლება: ბაკალავრის ხარისხი ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების, მათემატიკის ან სხვა რელევანტური მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება და პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • * 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინვესტიციების ანალიზის, კორპორაციული ფინანსების ან ფინანსური მოდელირების მიმართულებით;
  • * ფინანსურ მოდელებთან მუშაობის გამოცდილება;
  • * ინვესტიციების შეფასების მეთოდოლოგიების ცოდნა;
  • * ანალიტიკური ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადების გამოცდილება;
  • * ძლიერი ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • * Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
  • * მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • * გუნდური მუშაობის უნარი;
  • * დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;
  • * ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.

დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@gedc.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: საინვესტიციო პროექტების ანალიზისა და შეფასების სამმართველოს ანალიტიკოსი.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 15 ოქტომბერი.

გისურვებთ წარმატებას!