Ს
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 06/10/2026scheduleბოლო ვადა: 15/10/2026

საინვესტიციო პროექტების ანალიზის/შეფასების სამმართ. უფროსი

domainსაქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" აცხადებს კონკურსს საინვესტიციო პროექტების ანალიზისა და შეფასების სამმართველოს უფროსის ვაკანსიაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • * საინვესტიციო პროექტების ანალიზისა და შეფასების სამმართველოს საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და კონტროლი;
  • * საინვესტიციო შესაძლებლობების სისტემური მოძიება და კორპორაციის სტრატეგიასა და მიზნებთან შესაბამისობის პირველადი შეფასება;
  • * საინვესტიციო პროექტების ყოვლისმომცველი ანალიზის — ფინანსური, ოპერაციული, სამართლებრივი და ბაზრის — წარმართვა, ზედამხედველობა და კონტროლი;
  • * საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების მხარდასაჭერად ანალიტიკური ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება და დეპარტამენტის უფროსისთვის წარდგენა;
  • * საინვესტიციო ტრანზაქციების მოსამზადებელი სამუშაოების კოორდინაცია და დადგენილ პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • * სამმართველოში ანალიზის მეთოდოლოგიის, შეფასების სტანდარტებისა და სამუშაო პროცედურების შემუშავება და განახლება;
  • * საინვესტიციო პორტფელის შემოსავლიანობის ანგარიშების მომზადებაზე ზედამხედველობა და ანალიტიკოსის სამუშაოს მართვა;
  • * დაქვემდებარებული ანალიტიკოსის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და სამუშაოს შეფასება.

განათლება:

  • * მაგისტრის ხარისხი ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების, აუდიტის ან სხვა რელევანტური მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება და პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • * 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინვესტიციების ანალიზის ან კორპორაციული ფინანსების მიმართულებით;
  • * 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
  • * ფინანსური მოდელების შექმნის და დამუშავების პრაქტიკული გამოცდილება [პროექტის Discounted Cash Flow-ს მომზადების და NPV, IRR და სხვა შეფასების მეთოდების გამოყენების გამოცდილება];
  • * ფინანსური ინსტრუმენტების და ინვესტიციების შეფასების მეთოდოლოგიების ცოდნა;
  • * ძლიერი ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
  • * მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • * ძლიერი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • * დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;
  • * ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

უპირატესობა მიენიჭებათ:

  • * CFA Level 1 ჩაბარებულ პირებს;
  • * საინვესტიციო ფონდებში ან საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.

დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@gedc.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: საინვესტიციო პროექტების ანალიზისა და შეფასების სამმართველოს უფროსი.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 15 ოქტომბერი.

გისურვებთ წარმატებას!