D
სამედიცინო გაყიდვების მენეჯერი
domainDS MEDICAL
ლოკაციათბილისი
ანაზღაურებაშეთანხმებით
ელ-ფოსტაINFO.DSMEDICAL@GMAIL.COM
წყაროjobs.ge
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
hubპორტალების მიხედვით:
work_outline
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
hr.ge 28/09/2026
სამედიცინო გაყიდვების მენეჯერი
domainსინაპს ჯორჯია
location_on თბილისი შეთანხმებით
jobs.ge 02/10/2026
გაყიდვების მენეჯერი სამედიცინო მიმართულებით
domainკლინტექი
location_on თბილისი 800 ლარი / 400 ლარი
jobs.ge 10/09/2026
სამედიცინო სერვისების გაყიდვების სპეციალისტი
domainევექსი
location_on თბილისი შეთანხმებით
myjobs.ge 10/09/2026
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი (არა-სამედიცინო)
domainთიბისი დაზღვევა
location_on თბილისი შეთანხმებით
"DS MEDICAL" — სამედიცინო და სადიაგნოსტიკო პროდუქციის სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნა:
- * გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება — აუცილებელი მოთხოვნა;
- * სასურველია გამოცდილება სამედიცინო, ფარმაცევტული ან ლაბორატორიული პროდუქციის გაყიდვების მიმართულებით.
სამუშაოს აღწერილობა:
- * გაყიდვების მენეჯერის ძირითადი ფუნქციაა კომპანიის პროდუქციის გაყიდვების ზრდა, ახალი კლიენტების მოძიება და არსებული კლიენტების ეფექტური მართვა.
ძირითადი მოვალეობები:
- * სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება დადგენილი გეგმის შესაბამისად;
- * კლინიკების შესყიდვების სამსახურის წარმომადგენლებთან, ექიმებთან, ლაბორატორიის ხელმძღვანელებთან და სხვა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
- * კომპანიის პროდუქციის პრეზენტაცია და კლიენტებისთვის პროდუქციის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
- * კომპანიის პორტფოლიოში არსებული პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა და მათი სწორად კომუნიკაცია;
- * არსებული კლიენტების შენარჩუნება და მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარება;
- * ახალი კლიენტების აქტიური მოძიება და გაყიდვების ახალი შესაძლებლობების გამოვლენა;
- * ვიზიტებისა და შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება;
- * კომპანიის მიერ განსაზღვრული გაყიდვების გეგმების შესრულება;
- * ბაზრისა და კონკურენტული გარემოს კვლევა;
- * ახალი პროდუქტებისა და ბაზრის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მოძიება;
- * პროდუქციის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი;
- * შეკვეთების დროული მომზადება და ოპტიმალური დაგეგმვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- * უმაღლესი განათლება;
- * გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება — აუცილებელი;
- * ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მინიმუმ საშუალო დონეზე;
- * საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
- * კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგი უნარები;
- * პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- * დამოუკიდებლად მუშაობისა და დასახული მიზნების შესრულების უნარი;
- * სამედიცინო სფეროსა და პროდუქციის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ
- * ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორაციული კულტურის სამუშაო გარემოს;
- * სამუშაო ვიზიტების დროს კომპანიის ავტომობილითა და მძღოლის მომსახურებით უზრუნველყოფას;
- * კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- * პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და ტრენინგების შესაძლებლობას;
- * სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას;
- * შრომის ანაზღაურებას: 1, 500-2, 000 ლარი.
როგორ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე:
თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელფოსტაზე: INFO.DSMEDICAL@GMAIL.COM
გთხოვთ, Subject-ის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — "სამედიცინო გაყიდვების მენეჯერი".
აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემოსული რეზიუმე არ განიხილება.
პატივისცემით, DS MEDICAL.