სამშენებლო მასალების გაყიდვების მენეჯერი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
სამშენებლო მასალების ტერიტორიული გაყიდვების მენეჯერი
სამშენებლო მასალების ლაბორატორიის სპეციალისტი
გაყიდვების მენეჯერი - უძრავი ქონება და სამშენებლო მასალები
დამხმარე მუშა ავეჯის მასალების საწყობში
კომპანია „მედეგი სთილ“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო მასალების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
მისამართი: ქვემო ფონიჭალა, ზოოვეტის დასახლება
თუ გაქვთ სამშენებლო მასალების გაყიდვების გამოცდილება, კარგად ფლობთ მოლაპარაკებების წარმოების უნარს და ორიენტირებული ხართ შედეგზე, გიწვევთ ჩვენს გუნდში.
ძირითადი მოვალეობები:
ბაზრის მუდმივი მონიტორინგი, პოტენციური კლიენტების (სამშენებლო ობიექტები, დეველოპერული კომპანიები და საცალო/საბითუმო სავაჭრო წერტილები) მოძიება და ბაზრის გაფართოება;არსებულ კლიენტებთან ეფექტური თანამშრომლობის შენარჩუნება, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქცის შეთავაზება;კლიენტებთან საქმიანი შეხვედრების ორგანიზება, კომპანიის პროდუქციის პრეზენტაცია და მოლაპარაკებების წარმოება;პროდუქციის წარდგენა, კონსულტაციის გაწევა და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება;კომერციული შეთავაზებების მომზადება, შეკვეთების გაფორმება და მიწოდების პროცესის კოორდინაცია;საჭიროების შემთხვევაში საქართველოს რეგიონებში მივლინება ახალი კლიენტების მოძიებისა და გაყიდვების განვითარების მიზნით;შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სამშენებლო მასალების გაყიდვების სფეროს მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;სამშენებლო მასალების სპეციფიკისა და პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;გაყიდვებისა და მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარები;MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა.
უპირატესობად ჩაითვლება:
ინგლისური და/ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;სამშენებლო სექტორში არსებული კონტაქტებისა და პარტნიორთა ბაზის ქონა.
ჩვენ გთავაზობთ:
კონკურენტულ ანაზღაურება – ფიქსირებული ხელფასი + პროცენტი რეალიზაციიდან;პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;სტაბილური და მეგობრულ სამუშაო გარემო.
თუ მზად ხართ გახდეთ „მედეგი სთილის“ გუნდის წევრი, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: temodgebuadze8@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სამშენებლო მასალების გაყიდვების მენეჯერი.