Ს
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 05/10/2026scheduleბოლო ვადა: 05/11/2026

საწყობის ოპერატორი

domainსფეის კარგო
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება900 ლარი / 1000 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

გადამზიდი კომპანია "სფეის კარგო" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • * ტვირთის ჩამოტვირთვასა და საწყობში განთავსებაში მონაწილეობა;
  • * ტვირთის/ყუთების ფიზიკური დახარისხება;
  • * ტვირთის შესაბამისი ფილიალების მიხედვით სწორად განაწილება;
  • * შესაბამის ყუთზე/ტვირთზე ლეიბელის სწორად დაკვრა;
  • * ლეიბელზე დატანილი ინფორმაციისა და ტვირთის მონაცემების შესაბამისობის გადამოწმება;
  • * შესაბამისი აპარატის საშუალებით ტვირთის/ყუთის მონაცემების გადამოწმება;
  • * შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში პასუხისმგებელი პირის დროული ინფორმირება;
  • * ფილიალებისთვის მომზადებული ტვირთის დატვირთვა;
  • * ტვირთის გასაგზავნად სწორად და დროულად მომზადება;
  • * საწყობში წესრიგისა და უსაფრთხოების წესების დაცვა;
  • * კომპანიის მიერ განსაზღვრული სამუშაო ფორმის ტარება;
  • * უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული, პოზიციასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * საშუალო ან პროფესიული განათლება;
  • * საწყობში ან ლოგისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • * პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სიზუსტე;
  • * ფიზიკური სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა;
  • * გუნდური მუშაობის უნარი;
  • * ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
  • * სწრაფ და დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • * სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • * პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • * მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
  • * კომპანიის შიდა რეგულაციებით გათვალისწინებულ პირობებს.

სამუშაო პირობები:

  • * სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილის დახარისხების პუნქტი, ჯავახეთის მეორე შესახვევი N1
  • * სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი — 10:00-18:30; შაბათი — 11:00-14:30
  • * ანაზღაურება: 900 ლარი, 2 თვეში 1000 ლარი. ასევე მოქმედებს საბონუსე სისტემა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ CV მეილზე: hr@spacecargo.ge

გთხოვთ, CV-ის გამოგზავნისას ელფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ: "საწყობის ოპერატორი".