შპს-ს დირექტორი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
აღმასრულებელი დირექტორი - ჯეო ორგანიკსი
აღმასრულებელი დირექტორი
დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში
დირექტორის ასისტენტი/ადმინისტრაციული მენეჯერი
"საქართველოს უსინათლოთა კავშირი" აცხადებს ვაკანსას შპს-ს დირექტორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ბათუმი
დასაქმების სფერო: უძრავი ქონების მართვა / საიჯარო საქმიანობა
ანაზღაურება: 2000 ლარი დარიცხული (ზრდის პერსპექტივით)
სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი, საქმიანობის სპეციფიკის შესაბამისად
პოზიციის შესახებ
ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ დირექტორს, რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიის საიჯარო საქმიანობას, ეფექტიანად მართავს შპს-ს მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებას და უზრუნველყოფს საიჯარო შემოსავლების ზრდასა და ქონების სათანადო მართვას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- * შპს-ს ბალანსზე არსებული ფართების ეფექტიანი მართვა და იჯარით გაცემის ორგანიზება;
- * პოტენციური მოიჯარეების მოძიება, კომუნიკაცია და შესაბამისი მოლაპარაკებების წარმოება;
- * საიჯარო ხელშეკრულებების მომზადების/გაფორმების პროცესის ორგანიზება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების კონტროლი;
- * კომპანიის საკუთრებაში არსებული ფართების მდგომარეობის მონიტორინგი; ფართების იჯარით გასაცემად მომზადების, კეთილმოწყობისა და საჭირო სამუშაოების ორგანიზება;
- * კომპანიის სახელით პარტნიორებთან, მოიჯარეებთან, მომსახურების მიმწოდებლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- * უმაღლესი განათლება — სასურველია ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, მენეჯმენტის ან მომიჯნავე მიმართულებით;
- * მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.
- * უძრავი ქონების მართვისა და საიჯარო საქმიანობის ძირითადი პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- * ძლიერი ორგანიზაციული და მენეჯერული უნარები;
- * დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
- * MS Office-ის, განსაკუთრებით Word-ისა და Excel-ის, კარგი ცოდნა;
- * ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- * ბათუმში მუშაობის შესაძლებლობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- * 2000 ლარს დარიცხულ ანაზღაურებას, შემდგომი ზრდის შესაძლებლობით;
- * მოქნილ და თავისუფალ სამუშაო გრაფიკს;
- * მაღალი დონის დამოუკიდებლობას სამუშაო პროცესის ორგანიზებაში;
- * პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- * შედეგებზე დაფუძნებულ, გრძელვადიან თანამშრომლობას;
თუ გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, ხედვა და სურვილი, მონაწილეობა მიიღოთ კომპანიის განვითარებასა და უძრავი ქონების ეფექტიან მართვაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე sukavshiri@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ "შპს-ს დირექტორი".
ტელ: 577 15 02 42