Კ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 30/09/2026scheduleბოლო ვადა: 30/10/2026

სოციალური მედიის მენეჯერი

domainკლიპარტი
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება2000 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

"კლიპარტი" მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტოა, რომელიც ქართულ ბაზარზე 11 წელია ოპერირებს და წარმატებით თანამშრომლობს როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო კომპანიებთან.

კომპანიის ძირითადი სერვისებია: მედიადაგეგმარება და მედიამარკეტინგი, ციფრული რეკლამირება, სოციალური მედია მენეჯმენტი, კონტენტ მარკეტინგი, საძიებო სისტემების (SEO) ოპტიმიზაცია.

სააგენტო "კლიპარტი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 2000 ლარი (NET)

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 10:00-19:00

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის N6

ფუნქცია-მოვალეობები:

  • * დამკვეთის მიზნებიდან გამომდინარე სოციალური მედია სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი კონტენტ კალენდრის შექმნა/მონიტორინგი
  • * Meta Ads-თან მუშაობა და სარეკლამო კამპანიების მართვა
  • * კრეატიულ და ტექნიკურ გუნდებთან (ქოფირაითერი, დიზაინერი, ედვერთაიზერი) კოორდინირებული და ეფექტური სამუშაო პროცესის წარმართვა
  • * სოციალურ ქსელებში გავრცელებული კონტენტის ეფექტიანობის შეფასება და მართვა
  • * მიმდინარე კამპანიების შედეგების ანალიზი, რეპორტინგი და მონაცემების დამკვეთისათვის წარდგენა
  • * საჭიროების შემთხვევაში, დამკვეთისთვის რელევანტური რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის შეთავაზება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • * უმაღლესი განათლება ციფრული მარკეტინგის, PR-ის ან მასთან დაკავშირებული მიმართულებით
  • * მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • * სარეკლამო ძრავების პრინციპების და ტექნიკების საფუძვლიანი ცოდნა
  • * ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე

პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • * ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი
  • * კრეატიული და ანალიტიკური უნარები
  • * გუნდურად მუშაობის უნარი
  • * დროის მენეჯმენტის უნარი
  • * მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - jobs@clp.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სოციალური მედიის მენეჯერი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.