Რ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 06/10/2026scheduleბოლო ვადა: 06/11/2026

სუ-შეფი

domainროშე გუდაური
location_on
ლოკაციაგუდაური
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

სასტუმრო ROSHE GUDAURI ეძებს გამოცდილ, ენერგიულ და ორგანიზებულ სუ-შეფს (Sous-Chief).

ძირითადი მოვალეობები:

  • * სამზარეულოს მართვა: სამზარეულოს სრული ხელმძღვანელობა და პროცესების კონტროლი.
  • * საუზმის ბუფეტის მართვა: სასტუმროს დილის საუზმის/ბუფეტის (Buffet Breakfast) მომზადების, დროული გაშლის, მუდმივი განახლებისა და ხარისხის სრული კონტროლი.
  • * ხარისხის კონტროლი: კერძების მომზადების, პრეზენტაციისა და გემოვნური თვისებების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
  • * გუნდის მართვა და სწავლება: მზარეულებისა და დამხმარე პერსონალის მუშაობის კოორდინაცია, ტრენინგი და მოტივირება.
  • * მარაგების მართვა: პროდუქციის შეკვეთა, მიღება, შენახვის პირობების კონტროლი და დანაკარგების (food waste) მინიმუმამდე დაყვანა.
  • * სანიტარიული სტანდარტები: HACCP-ისა და სურსათის უვნებლობის შიდა სტანდარტების მკაცრი დაცვა და მონიტორინგი.
  • * მენიუს განვითარება: ახალი კერძებისა და საუზმის მენიუს შემუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

გამოცდილება:

  • * აუცილებელია სასტუმროს საუზმის ბუფეტის (Buffet Breakfast) მართვისა და მომზადების პრაქტიკული გამოცდილება და სპეციფიკის სიღრმისეული ცოდნა.
  • * უნარები:
  • * გუნდის ეფექტურად მართვისა და ლიდერობის უნარი;
  • * ადრეულ საათებში ეფექტურად და ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
  • * მაღალი სტრესგამძლეობა და სწრაფი რეაგირება დატვირთულ რეჟიმში;
  • * უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

რას გთავაზობთ ჩვენ:

კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (გამოცდილების მიხედვით);

კვებას და საცხოვრებლის უზრუნველყოფას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: Info@roshegudauri.ge

სათაურის ველში მიუთითეთ: "სუ-შეფი".