ცენტრის ხელმძღვანელის ასისტენტი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
სერვის ცენტრის ხელმძღვანელი
სამედიცინო ბილინგის განყოფილების ხელმძღვანელი
საგამოცდო ცენტრის მენეჯერი
პროგრამებისა და პროექტების ხელმძღვანელი
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას კლინიკური უნარებისა და სიმულაციის ცენტრის ხელმძღვანელის ასისტენტის პოზიციაზე.
ქართული ამერიკული უნივერსიტეტის მისიაა მოწინავე სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-პრაქტიკულ მოდელებზე ბაზირებული განათლების მიცემა, კვლევის წარმოება და ინოვაციური საქმიანობა. თანაბარი შესაძლებლობების მიცემის საფუძველზე - ცოდნის, უნარებისა და საყოველთაო ღირებულებების განმტკიცებითა და სოციალური პასუხისმგებლობის აღიარებით, საზოგადოების განვითარებისა და ქვეყნის გლობალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ცოდნის შექმნისა, დაგროვებისა და გაზიარების გზით.
სამუშაო პირობები:
- * სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 15:00-22:00 სთ; შაბათი 12:00-16:00 სთ.
- * მისამართი: ეთერ ბოცვაძის 6ა
- * ანაზღაურება: 1250 ლარი დარიცხული
ფუნქცია-მოვალეობები:
- * ახორციელებს სასწავლო პროცესის ორგანიზაციულ მხარდაჭერას, მათ შორის, აკვირდება სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, ამოწმებს ლექტორებისა და სტუდენტების დროულ გამოცხადებას, აფიქსირებს გამოვლენილ ხარვეზებს და უზრუნველყოფს ცენტრის ხელმძღვანელის დროულ ინფორმირებას;
- * უზრუნველყოფს სასწავლო სივრცეებისა და აღჭურვილობის სათანადო მდგომარეობის მონიტორინგს, მათ შორის ამოწმებს ოთახების, სიმულატორებისა და სამედიცინო ინვენტარის წესრიგსა და სასწავლო პროცესისთვის მზადყოფნას, როგორც მეცადინეობის დაწყებამდე, ისე მისი დასრულების შემდეგ;
- * უზრუნველყოფს სიმულაციური აღჭურვილობისა და სამედიცინო ინვენტარის სათანადო შენახვასა და პერიოდულ აღრიცხვას; დაზიანების, გაუმართაობის ან სხვა ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ახდენს შესაბამის რეაგირებას და აცნობებს ცენტრის ხელმძღვანელს;
- * ახორციელებს კომუნიკაციას აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებთან, უზრუნველყოფს მათ დროულ ინფორმირებას სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე, იღებს და აფიქსირებს მათ საჭიროებებსა და პრობლემურ საკითხებს, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამის რეაგირებას ან გადასცემს ინფორმაციას ცენტრის ხელმძღვანელს;
- * უზრუნველყოფს პრაქტიკული და სიმულაციური მეცადინეობებისთვის საჭირო სასწავლო მასალებისა და რესურსების მომზადებას;
- * აწარმოებს ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ შესაბამის ჩანაწერებსა და აღრიცხვას;
- * მონაწილეობს ცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების, პრაქტიკული და სიმულაციური აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.
მოთხოვნები:
- * უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- * სასურველია სამედიცინო სასწავლო პროცესის ცოდნა;
- * ქართული და ინგლისური ენები (წერა, კითხვა, კომუნიკაცია);
- * საოფისე კომპიუტერული პროგრამები;
- * პასუხისმგებლობის გრძნობა;
- * ორგანიზებულობა;
- * ეფექტური კომუნიკაციისა უნარი;
- * დროის ეფექტიანი მართვა;
- * გუნდური მუშაობის უნარი;
- * საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
შერჩევის ეტაპები:
- * ტესტირება ინგლისურ ენაში;
- * გასაუბრება (დაენიშნებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს);
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე: vacancy@gau.edu.ge 19 ოქტომბრამდე.
გთხოვთ, იმეილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.