Კ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 05/10/2026scheduleბოლო ვადა: 05/11/2026

უფროსი ბუღალტერი - ჰიბრიდული გრაფიკი

domainკომპანია
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

10+ წლის სავაჭრო-სადისტრიბუციო კომპანია (B2B და B2C, საკუთარი საწყობი და მიწოდების სისტემა) ეძებს გამოცდილ ბუღალტერს, რომელიც დამოუკიდებლად უზრუნველყოფს აღრიცხვის სისწორეს, საგადასახადო და ფინანსურ ანგარიშგებას.

პოზიციის არსი: პირველად დოკუმენტაციას (ზედნადებები, ინვოისები) გაყიდვების გუნდი ქმნის. ბუღალტრის ფოკუსია აღრიცხვის სიზუსტე, კონტროლი, საგადასახადო ანგარიშგება და ხელმძღვანელობისთვის ფინანსური ანგარიშგების მომზადება.

ყოველდღიური საქმიანობა:

  • * საბანკო ტრანზაქციების (გადახდის დავალებების) შექმნა და კონტროლი;
  • * საბანკო ოპერაციების გატარება და ფინანსური ნაშთების კონტროლი;
  • * ბუღალტრული გატარებების სისწორის კონტროლი.

პერიოდული მოვალეობები:

  • * ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების (დღგ, საშემოსავლო, საპენსიო და ა.შ) მომზადება და დროული წარდგენა;
  • * RS.ge-ზე ანგარიშ-ფაქტურების, შეტყობინებების და სხვა შესაბამის მოდულებთან მუშაობა;
  • * მომწოდებლებთან და მყიდველებთან შედარების აქტები, დებიტორ-კრედიტორების კონტროლი;
  • * თვითღირებულებების მართვა; ნულოვანი სასაქონლოების მართვა და თვის დახურვა;
  • * ფინანსური ანგარიშგების მომზადება: მოგება-ზარალი, ბალანსი, ფულადი ნაკადები (cashflow);
  • * სტატისტიკური და წლიური ანგარიშგება, მონაწილეობა აუდიტში.

მოთხოვნები:

  • * ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება, საიდანაც მინიმუმ 2 წელი უფროს ან მთავარ ბუღალტრად, სრული ციკლის დამოუკიდებლად წარმოებით;
  • * ფინანსური ანგარიშგებების (P&L, ბალანსი, Cashflow) მომზადების პრაქტიკული გამოცდილება, სავალდებულო;
  • * დეკლარაციების დამოუკიდებლად მომზადებისა და წარდგენის გამოცდილება;
  • * RS.ge-ზე ღრმა პრაქტიკა, საგადასახადო კოდექსის კარგი ცოდნა;
  • * Excel მაღალ დონეზე (VLOOKUP/XLOOKUP, კრებსითი ცხრილები);
  • * FINA-ს ცოდნა უპირატესობაა.

პირობები:

  • * ანაზღაურება: 2, 600-3, 000 ₾ ხელზე, კვალიფიკაციისა და პრაქტიკული გამოცდის შედეგის მიხედვით;
  • * სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი;
  • * გამოსაცდელი ვადა 2/3 თვე, ოფისიდან (ნაძალადევი);
  • * გამოსაცდელი ვადის შემდეგ კვირაში 2 დღე დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა. სამუშაო საათებში სრული ხელმისაწვდომობა სავალდებულოა.

CV გამოგზავნეთ: hr.cons.2026@gmail.com სათაურში მიუთითეთ - "CA-2026".