ბუღალტერი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
ახალი სტანდარტების ბუღალტერიის/ საოფისე კომპიუტერული პროგრამების სწავლების პედაგოგი
უფროსი ბუღალტერი
უმცროსი ბუღალტერი
ბუღალტერი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბერმელი" აცხადებს ვაკანსიას პოზიცია: ბუღალტერი ფინანსური დეპარტამენტისამუშაო ადგილი: ბათუმი სამუშაო გამოცდილება და ძირითადი მოთხოვნები: საბუღალტრო ან/და საფინანსო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭებათ საბანკო ან მიკროსაფინანსო სექტორში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს; სასურველია ALTA-ს პროგრამების (Loan Management System - LMS) და B6-ის ცოდნა; საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა; სასურველია ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა; MS Office-ის პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) კარგი ცოდნა; ანალიტიკური აზროვნება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი. განათლება: უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით; პროფესიული სასერტიფიკატო პროგრამა (ACCA ან სხვა) ჩაითვლება უპირატესობად. ძირითადი მოვალეობები: საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა და დამუშავება; საბუღალტრო გატარებების წარმოება; საგადასახადო დეკლარაციების მომზადება; საბანკო ოპერაციების შესრულება; ოპერაციების პროგრამაში ასახვა; ხელფასების დარიცხვაში მონაწილეობა; ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა საბუღალტრო და ფინანსური დავალებების შესრულება. პიროვნული უნარები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ოპერატიულობა და სიზუსტე; გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ინტენსიური სამუშაო დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი. ანაზრაურება: 2500 ლარი (GROSS-კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე) ჩვენ გთავაზობთ: პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს; პროფესიულ ტრენინგებს; კორპორაციულ ღონისძიებებს; ჯანმრთელობის დაზღვევას; კონკურენტულ ანაზღაურებას, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00 შაბათი: 09:20-14:20 40-საათიანი სამუშაო კვირა დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ეწვიეთ ლინკს: https://bermeli.selfrecruit.ge/s/FhWPv