Გ
languagehr.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 02/10/2026scheduleბოლო ვადა: 31/10/2026

ელექტრო-მექანიკოსი

domainგიო +
location_on
ლოკაციათბილისი, რუსთავი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროhr.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

შპს „გიო+“ საქმიანობს ელექტროავტომატური კარებების, ბარიერების, ჭიშკრის ძრავების, გარე დამცავი ჟალუზების, ფანჯრებისა და მათთან დაკავშირებული ავტომატიზებული სისტემების წარმოების, მონტაჟისა და სარემონტო სამუშაოების მიმართულებით.

საქმიანობის გაფართოებასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს ვაკანსიას ელექტრო-მექანიკოსის პოზიციაზე სრული სამუშაო განაკვეთით.

ძირითადი მოვალეობები:

ელექტრო-მექანიკური მოწყობილობების ტექნიკური დიაგნოსტიკა;მოწყობილობების ტექნიკური დოკუმენტაციისა და სახელმძღვანელოების შესწავლა;ელექტრო-მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი და დემონტაჟი;მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება და სარემონტო სამუშაოების შესრულება;დამკვეთებთან კომუნიკაცია და სამუშაო ვიზიტების დაგეგმვა;სამუშაო პროცესების დაგეგმვა და ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ტექნიკოსად ან შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;მოწყობილობების ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და გაანალიზების უნარი;ტექნიკური ნახაზების წაკითხვის ცოდნა;ელექტრო სქემების წაკითხვისა და მათთან მუშაობის უნარი;ავტომობილის მართვის მოწმობა — B კატეგორია.

სასურველი უნარები:

ელექტრო შედუღების ცოდნა;სუსტი დენების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;ელექტრო სქემებთან მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, რუსთავი;სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე;ანაზღაურება: 2,000–3,000 ლარი (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი);დამატებითი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა.

თუ ხართ ტექნიკური მიმართულებით დაინტერესებული, პასუხისმგებლიანი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანი, მოხარული ვიქნებით, შემოგვიერთდეთ ჩვენს გუნდში.

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომერზე: +995599190866 / გიორგი