Მ
გაყიდვების ანალიტიკოსი
domainმზიური
ლოკაციათბილისი
ანაზღაურება1500-დან ლარი
ელ-ფოსტაhr@mziuri.com.ge
წყაროjobs.ge
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
hubპორტალების მიხედვით:
work_outline
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
awork.ge 28/09/2026
გაყიდვების ანალიტიკოსი
domainშპს მზიური
location_on თბილისი 1500 ლარი
jobs.ge 23/09/2026
ბიზნეს ანალიტიკოსის სპეციალისტი
domainქართული აგრო სახლი
location_on თბილისი 3500 ლარი
hr.ge 28/09/2026
ანალიტიკოსი
domainსაერთაშორისო კომპანია
location_on თბილისი 3000 ლარი
jobs.ge 28/09/2026
ანალიტიკოსი
domainკომპანია
location_on თბილისი 3000 ლარი
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, ჰაგისი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში გაყიდვების ანალიტიკოსის თანამდებობაზე:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- * ყოველთვიური/წლიური/კვარტლური გაყიდვების რეპორტის მომზადება;
- * მიმდინარე პრომო აქციების მონიტორინგი, კონტროლი და ეფექტურობის შეფასება, ანალიტიკა;
- * დისტრიბუციის ეფექტურობის რეპორტი უბნების, გაყიდვების არხების, პორტფელის და ბრენდების მიხედვით, მისი ანალიტიკა;
- * კონკურენტების ფასების ანალიზი;
- * ზემდგომი მენეჯერების მხრიდან მიღებული დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- * უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
- * სავაჭრო ან მსგავს სფეროში სასურველია (არა აუცილებელი) 1 წლიანი გამოცდილება;
- * Excel-ის უმაღლეს დონეზე ფლობა - შეფასდება მარტივი ტესტირებით;
- * სასურველია 1С ოპერაციული სისტემის გამოცდილება;
- * ინგლისური (აუცილებელი) - რუსული (სასურველი)
სხვა უნარები:
- * დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- * მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- * დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- * პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
სამუშაო პირობები:
- * სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00;
- * ანაზღაურება 1500-დან გამოცდილების შესაბამისად.
- * მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. N 113დ.
- * ჯანმრთელობის დაზღვევა.
- * FitPass
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge
შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "გაყიდვების - ანალიტიკოსი"
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
- მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
- სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
- ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
- მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური;
- მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
- ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
- ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
- * მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
- * მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
- * მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
- * მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
- * წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
- * მონაცემთა გადატანის უფლება;
- * ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
- * თანხმობის გამოხმობის უფლება;
- * გასაჩივრების უფლება;
- შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."