M
languagehr.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 05/10/2026scheduleბოლო ვადა: 03/11/2026

IT სპეციალისტი

domainMAQRO Group
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროhr.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

MAQRO GROUP არის დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც ახორციელებს საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, რესტორნების, კომერციული სივრცეებისა და ოფისების მშენებლობა განვითარებას. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე გარემო, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობენ. www.maqro.ge

კომპანია აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის, ოპერაციული სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მონტაჟი, კონფიგურაცია და მოვლატექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და თანამშრომლებისთვის დახმარების გაწევაქსელური ინფრასტრუქტურის, სერვერების, ინტერნეტის და უსაფრთხოების სისტემების მართვათანამშრომლებისთვის მომხმარებლის ანგარიშებისა და წვდომების რეგულირებასისტემის მუშაობის მონიტორინგი, სარეზერვო კოპირებისა და მონაცემთა აღდგენის უზრუნველყოფასაჭიროების შემთხვევაში გარე სერვისების მიმწოდებლებთან კოორდინაციატექნიკური დოკუმენტაციის წარმოება

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება კომპიუტერულ მეცნიერებებში, ინფორმატიკაში ან დაკავშირებულ სფეროში;მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელიOffice 365 ან Google Workspace პლატფორმების ცოდნა;Windows/Mac ოპერაციული სისტემებისა და საბაზისო ქსელური ტექნოლოგიების ცოდნაკიბერუსაფრთხოების საბაზისო ცოდნაERP ან CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და ეფექტურად გადაჭრის უნარი;სამუშაო პროცესების სწორად ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;ეფექტური კომუნიკაციის უნარი;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;პუნქტუალურობა და დროის ეფექტურად მართვა;გუნდური მუშაობის უნარი;ახალ ტექნოლოგიებზე სწრაფად ადაპტაციის უნარი.

მოთხოვნილი ენები:

ქართული ენა-თავისუფლადინგლისური ენა-B2 დონეზეთურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ

დინამიკურ და საერთაშორისო გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამის კონკურენტულ ანაზღაურებას;თანამედროვე და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს თბილისში.კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;ერთჯერად კვებას,კორპორატიულ მობილურ ნომერს (ულიმიტო პაკეტით);

სამუშაო ადგილი: ნოე რამიშვილის ქ. 30, თბილისი.

ინდუსტრია: უძრავი ქონების დეველოპმენტი და ინვესტიციები

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით

თუ გაქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია, ხართ დეტალებზე ორიენტირებული, მოგწონთ სწრაფად განვითარებად გარემოში მუშაობა და გამოირჩევით ძლიერი საკომუნიკაციო უნარებით, მოხარული ვიქნებით განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV (სასურველია ინგლისურ ან თურქულ ენაზე) შემდეგ მისამართზე: hr@maqro.ge

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!