ხარჯების კონტროლის სპეციალისტი / კალკულატორი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
ხარჯების კონტროლის სპეციალისტი
ხარჯების კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
შესყიდვებისა და ხარჯების კონტროლის მენეჯერი
სამშენებლო ხარჯებისა და მასალების კონტროლის სპეციალისტი / ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი
მარე აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ხარჯების კონტროლის სპეციალისტი (კალკულატორი) ბათუმში.
ჩვენ შესახებ: მარე ბათუმში მდებარე კვების ობიექტია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს რესტორანს, ღვინის მაღაზიას, ორგანული სურსათის მაღაზიას, წიგნის მაღაზიასა და მწვანე აფთიაქს.
პროდუქტებს ხარისხის, წარმომავლობისა და სეზონურობის მიხედვით ვარჩევთ და ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ფერმერებთან, მეღვინეებთან და მწარმოებლებთან. ჩვენი მიზანია, კარგი საკვები ყოველდღიური და ხელმისაწვდომი გავხადოთ.
ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც იზრუნებს, რომ ყოველი რეცეპტი, პროდუქტი და ციფრი ზუსტი და გამჭვირვალე იყოს.
პოზიციის მიზანი:
ხარჯების კონტროლის სპეციალისტი პასუხისმგებელია მარაგების, ნედლეულისა და მზა პროდუქციის ზუსტ აღრიცხვაზე, მენიუს თვითღირებულების გაანგარიშებასა და ხარჯების ანალიზზე. იგი მენეჯმენტს აწვდის სანდო მონაცემებს, რომლებსაც ეფუძნება კომპანიის გადაწყვეტილებები.
ძირითადი მოვალეობები:
სასაქონლო მარაგების მიღება და ასახვა პროგრამაშიმენიუს თვითღირებულების დათვლა (კალკულაციები), ანალიზი და პროგრამული ასახვაწარმოების პროცესში გამოყენებული ნედლეულის პროგრამული ასახვა, კონტროლი და მუდმივი მონიტორინგიწარმოების სხვადასხვა ეტაპზე წარმოებული მზა პროდუქციის პროგრამული ასახვა და ანალიზიტექნოლოგიური პროცესის დროს წარმოქმნილი წუნდებული ნედლეულისა და პროდუქციის აღრიცხვასაწყობის ნაშთების კონტროლი და ინვენტარიზაცია, ზედმეტობისა და დანაკლისის გამოვლენათვითღირებულების კონტროლი, რეცეპტურისა და გადახრების ანალიზინედლეულისა და მზა ნაწარმის დღიური ნაშთების კონტროლიმენეჯმენტისთვის ხარჯების ანალიტიკის წარდგენა
მოთხოვნები:
ბაკალავრის ხარისხი (სასურველია ფინანსების, ბიზნესის ან მსგავსი მიმართულებით)FINA-ს ან Apex-ის ცოდნაExcel-ის კარგი ცოდნასიზუსტე, ორგანიზებულობა და ანალიტიკური აზროვნება
უპირატესობა მიენიჭება:
კალკულაციის გამოცდილებას, განსაკუთრებით კვების სფეროშიინგლისური ენის ცოდნას
რას გთავაზობთ:
სრულ განაკვეთზე დასაქმებასპროფესიული ზრდის შესაძლებლობას
განაცხადი: CV გამოგზავნეთ marebatumi@gmail.com-ზე, სათაურით: „ხარჯების კონტროლის სპეციალისტი – სახელი, გვარი“.ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი, 2026. გასაუბრებაზე მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.
მარე უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს. პერსონალური მონაცემები გამოიყენება მხოლოდ შერჩევის მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად.