სამშენებლო ხარჯებისა და მასალების კონტროლის სპეციალისტი / ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
სამშენებლო დეპარტამენტის უფროსის ასისტენტი
სამშენებლო, სარემონტო და მოსაპირკეთებელი სამუშ. ზედამხედველი
სამშენებლო მასალების მაღაზიაში მტვირთავი
კონსულტანტი სამშენებლო ხელსაწყოების მაღაზიაში
სამშენებლო/სარემონტო კომპანიას ლამაზია გრუპ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სამშენებლო ხარჯებისა და მასალების კონტროლის სპეციალისტი / ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი (დისტანციური)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი
სამუშაო ადგილი: დისტანციური
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1500 ლარი
კომპანია ეძებს სპეციალისტს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სარემონტო და სამშენებლო პროექტებში გამოყენებული მასალებისა და შესრულებული სამუშაოების მოცულობების მონიტორინგსა და კონტროლზე.
ძირითადი მოვალეობები:
სარემონტო და სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოყენებული მასალების ფაქტობრივი ხარჯვის გამოთვლა და აღრიცხვა;შესრულებული სამუშაოების მოცულობების მონიტორინგი და აღრიცხვა;მასალების ფაქტობრივი ხარჯვის შედარება ბიუჯეტითა და ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ რაოდენობებთან;მასალების ჩამოწერისთვის საჭირო ფორმების, ანგარიშების, უწყისებისა და დამადასტურებელი დოკუმენტაციის მომზადება;მასალების მოძრაობისა და გამოყენების მონიტორინგი პროექტებისა და სამუშაოების სახეობების მიხედვით;მიღებული, გახარჯული და მარაგში დარჩენილი მასალების რაოდენობების შეჯერება;მასალების გადახარჯვის, შეუსაბამობებისა და გადახრების გამოვლენა და შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა;საჭიროების შემთხვევაში, კონტრაქტორებისა და ქვეკონტრაქტორების მიერ წარმოდგენილი მასალების რაოდენობებისა და შესრულებული სამუშაოების მოცულობების გადამოწმება;ბუღალტერიასთან თანამშრომლობა დოკუმენტაციის სიზუსტისა და მასალების დანახარჯების სათანადო აღრიცხვის უზრუნველსაყოფად;თითოეული პროექტისთვის მასალების ხარჯვისა და შესრულებული სამუშაოების შესახებ ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;შესრულებული სამუშაოების აქტის — ფორმა №2-ის — შევსება.
სასურველი კვალიფიკაცია:
სამშენებლო ან/და სარემონტო სფეროში მუშაობის გამოცდილება;სამშენებლო მასალებისა და სარემონტო/სამშენებლო პროცესების კარგი ცოდნა;ხარჯთაღრიცხვებთან, სამუშაოთა მოცულობების უწყისებთან (BOQ) და შესაბამის დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა;დეტალებზე ორიენტირებულობა და რაოდენობებისა და დამადასტურებელი დოკუმენტაციის ზუსტად კონტროლის უნარი;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და ორგანიზებულობა;ინგლისური ენის ცოდნა B1–B2 დონეზე.
უპირატესობად ჩაითვლება:
ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტად, ხარჯთაღრიცხვის ინჟინრად ან სამშენებლო ხარჯების კონტროლის სპეციალისტად მუშაობის გამოცდილება;შესრულებული სამუშაოების აქტების, მასალების ხარჯვის ანგარიშებისა და მასალების ჩამოწერის დოკუმენტაციის მომზადებისა და შემოწმების გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: lamaziagroup@gmail.com