მასალების აღრიცხვისა და კონტროლის მენეჯერი
არ ერგებით ამ ვაკანსიას?
კანდიდატთა ბაზადატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.
მსგავსი აქტიური ვაკანსიები
დამხმარე მუშა ავეჯის მასალების საწყობში
სამშენებლო მასალების მაღაზიაში მტვირთავი
სამშენებლო მასალების გაყიდვების მენეჯერი
სამშენებლო მასალების ტერიტორიული გაყიდვების მენეჯერი
შპს "გოუ-ფლეიგრაუნდსი" არის სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონების მწარმოებელი საწარმო.
"გოუ-ფლეიგრაუნდსი" ეძებს გუნდის ახალ წევრს მასალების აღრიცხვისა და კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- * სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გაგარინის N 2;
- * სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათიანი სამუშაო დროით;
- * ანაზღაურება: 2500-3000 Net.
ძირითადი პასუხისმგებლობა:
საწარმოო მასალების მოძრაობის, ხარჯვისა და ნაშთების სრულყოფილი აღრიცხვა და კონტროლი.
ფუნქცია-მოვალეობები:
- * საწყობიდან გატანილი მასალების აღრიცხვა და შესაბამის სისტემაში/დოკუმენტაციაში დაფიქსირება;
- * მასალების მიბმა კონკრეტულ პროდუქტებზე, შეკვეთებსა და პროექტებზე;
- * წარმოებაში გამოყენებული მასალების რაოდენობრივი კონტროლი;
- * ფაქტობრივი ხარჯვის შედარება დადგენილ ნორმებთან და ცდომილობების დაფიქსირება;
- * ნარჩენების, დაბრუნებადი მასალებისა და დანაკარგების აღრიცხვა და ანალიზი;
- * წარმოებაში დარჩენილი მასალების იდენტიფიცირება და საწყობში დაბრუნების კონტროლი;
- * საწყობის ნაშთების მონიტორინგი და მარაგების კონტროლი;
- * პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება და ფაქტობრივი/სისტემური ნაშთების შედარება;
- * მასალების ხარჯვისა და მარაგების შესახებ რეგულარული ანგარიშების მომზადება;
- * გადახარჯვის, დანაკარგებისა და არაეფექტური გამოყენების მიზეზების გამოვლენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- * უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ბუღალტრული აღრიცხვის ან მომიჯნავე მიმართულებით;
- * სასურველია დამატებითი კვალიფიკაცია სასაწყობო აღრიცხვის, მარაგების მართვის ან საწარმოო აღრიცხვის მიმართულებით;
- * მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღრიცხვის, საწყობის, მარაგების მართვის, საწარმოო აღრიცხვის ან მსგავს პოზიციაზე.
პიროვნული უნარები:
- * დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- * პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- * ორგანიზებულობა.
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@go-playgrounds.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — მასალების აღრიცხვისა და კონტროლის მენეჯერი.
რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "გოუ-ფლეიგრაუნდსი"-მა დასაქმების მიზნით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება 1 წელი კომპანიის ბაზაში.
"გოუ-ფლეიგრაუნდსი" გისურვებთ წარმატებებს!