Ს
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 06/10/2026scheduleბოლო ვადა: 15/10/2026

საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი

domainსაქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურებაშეთანხმებით
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" აცხადებს კონკურსს საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსის ვაკანსიაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • * კორპორაციის საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავება, დამტკიცებაზე წარდგენა და განხორციელების სისტემური უზრუნველყოფა;
  • * საინვესტიციო დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვა, კოორდინაცია და კონტროლი, დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების მართვა;
  • * სტრატეგიული საინვესტიციო შესაძლებლობების მოძიება, პრიორიტეტიზაცია და კორპორაციის გრძელვადიანი მიზნებთან შესაბამისობის შეფასება;
  • * მსხვილი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ხელმძღვანელობისთვის რეკომენდაციებისა და ანალიტიკური დასკვნების წარდგენა;
  • * საინვესტიციო ტრანზაქციების განხორციელების პროცესზე ზედამხედველობა და დადგენილ პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • * საინვესტიციო პორტფელის მართვა, შემოსავლიანობის მონიტორინგი და პორტფელის ოპტიმიზაციის შესახებ წინადადებების შემუშავება;
  • * კორპორაციის სხვა დეპარტამენტებთან, გარე პარტნიორებთან და საინვესტიციო ბაზრის მონაწილეებთან კოორდინაცია;
  • * საინვესტიციო საქმიანობის ოპერაციული და ადმინისტრაციული პროცესების ეფექტიანობის უზრუნველყოფა და სრულყოფა.

განათლება:

  • * მაგისტრის ხარისხი ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების ან სხვა რელევანტური მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება და პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • * 7 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინვესტიციების ანალიზის და მართვის, კორპორაციული ფინანსების, Private Equity, Venture Capital ფონდების ან Investment Banking მიმართულებით;
  • * 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება გუნდის ან დეპარტამენტის ხელმძღვანელობის პოზიციაზე;
  • * საინვესტიციო შეფასების — Discounted Cash Flow [NPV, IRR] და Market მეთოდოლოგიების პრაქტიკული ცოდნა;
  • * ფინანსური მოდელირებისა და პორტფელის მართვის გამოცდილება;
  • * Due Diligence პროცესის წარმართვის კომპეტენცია;
  • * სტრატეგიული პარტნიორების, ინვესტორების და გარე დაინტერესებული მხარეების ეფექტური მართვის გამოცდილება (Stakeholder Management);
  • * ძლიერი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • * დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;
  • * ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

უპირატესობა მიენიჭება:

  • * CFA სერტიფიკატის მქონე პირებს;
  • * საინვესტიციო ფონდების ან საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში ინვესტიციების მიმართულებით მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.

დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@gedc.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 15 ოქტომბერი.

გისურვებთ წარმატებას!