Მ
languagejobs.gecalendar_todayგამოქვეყნდა: 26/09/2026scheduleბოლო ვადა: 26/10/2026

ცომის სპეციალისტი

domainმადარტი
location_on
ლოკაციათბილისი
payments
ანაზღაურება1500-2000 ლარი
hub
წყაროjobs.ge
folder_shared

არ ერგებით ამ ვაკანსიას?

კანდიდატთა ბაზა

დატოვეთ თქვენი CV Job Up-ის საერთო ბაზაში — ჩვენი AI შეგირჩევთ სხვა შესაფერის შემოთავაზებებს.

infoშენიშვნა: CV ინახება Job Up-ის საერთო ბაზაში და არა ამ კონკრეტულ კომპანიაში.
description

ვაკანსიის აღწერა და მოთხოვნები

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.

დღეს, მადარტის გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.

თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.

გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!

დაგვიმეგობრდი https://www.facebook.com/madartcareer

გაგვიცანი უკეთ https://madart.ge/

კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას ცომის სპეციალისტის პოზიციაზე!

შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე, ამიტომ ნუ გადადებ!

აღნიშნულ პოზიციაზე მოსახვედრად შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:

  • * გასაუბრება HR სპეციალისტთან;
  • * სტაჟირების ეტაპი ფილიალში.

ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ:

  • * შრომისა და საქმის სიყვარულს;
  • * პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • * ცომის მომზადება დამტკიცებული რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური ბარათების შესაბამისად;
  • * ნედლეულის სწორად აწონა, დოზირება და წარმოებისთვის მომზადება;
  • * ცომის მოზელა, დამუშავება და მომზადების პროცესის კონტროლი;
  • * ტექნოლოგიური პარამეტრების (ტემპერატურა, ტენიანობა, დრო) დაცვა;
  • * სამუშაო პროცესში გამოყენებული ინვენტარის მოფრთხილებაზე ზრუნვა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთელი;

სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე;

ანაზღაურება: 1500-2000 ლარი.

ჩვენ ასევე გთავაზობთ:

  • * ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • * Fitpass - ით სარგებლობას;
  • * პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
  • * უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@madart.ge

CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში, დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.

იმ შემთხვევაში, თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ, აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები, თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@madart.ge

გისურვებთ წარმატებას!